14 აპრილს, 12:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია
სხდომის დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტრე ხვედელიძისა და შანდორ პეტეფის ქუჩებთან არსებული უსახელო მოედნისთვის მონტევიდეოს სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალური პარკისთვის უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის ჩიხისთვის და ზიგზაგის II ქუჩისთვის ზიგზაგის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II შესახვევისთვის გეოლოგის, აკადემიკოს გიორგი ძოწენიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორ ომარ გვასალიას სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, კალოუბნის I გასასვლელისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო ჩიხისთვის, შესახვევისთვის და კალოუბნის I ჩიხის მონაკვეთისთვის იკორთის სახელის მინიჭების შესახებ ;
8. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და ახალდაბის ჩიხისთვის დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთებისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დრანდის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დრანდის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, წყაროს ქუჩისთვის და მასთან არსებული I და II ჩიხისთვის წყაროს სახელის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად მინიჭების შესახებ;
12. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ანდრო ქუჯოშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ანდრო ქუჯოშვილის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
13. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის წმინდაწყლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
14. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულო უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
15. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალადასტურის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
16. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან მდებარე სამი უსახელო ჩიხისთვის, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, II ქუჩისთვის და გრიგოლ ლორთქიფანიძის გასასვლელისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის, I, II, III, IV და V ჩიხების სახელების მინიჭების შესახებ;
17. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოსებ ჟორდანიას I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;