14 მარტს, 13:00 საათზე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევისთვის რეჟისორის თემურ ჩხეიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ეგნატე ფიფიას სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის I შესახვევისა და I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VII ქუჩისთვის ისტორიკოსის გიორგი ბოჭორიძის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის და დოლაბაურის III ხევისთვის მომღერლის ივანე მჭედლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების შესახებ;
12. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
13. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
14. „ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის #580 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ;
15. „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
16. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნასაგურში, იოსებ ასლანიშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოსებ ასლანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
17. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯემალ გოგიტიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
18. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიდებას ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ;
19. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხების სახელების მონიჭების შესახებ;
20. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ტბელ აბუსერიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ტბელ აბუსერიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.