+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2024 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2023 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2022 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2021 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2020 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2019 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

 

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

 

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

 

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

 

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

 

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 


 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე

 

 

 დღის წესრიგი:

1. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების შესახებ;

 

2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გასასვლელისთვის და მასთან არსებული უსახელო ხეივნისთვის ამაღლების ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ;

 

3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ;

 

4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ;

 

5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ავთო ვარაზის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

 

6. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის  რაიონში, ხევძმარის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კესანების სახელის მინიჭების შესახებ;

 

7. ქალაქ თბილისში,  ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების შესახებ;

 

8. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ;

 

9. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ნეგოს ტყის I  და  II  შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ.

 

10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

 

11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ლიბანის I  გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;

 

 

2024 წლის არქივი


2023 წლის არქივი

 

2022 წლის არქივი 

 

2021 წლის არქივი 

 

2020 წლის არქივი

 

2019 წლის არქივი 


2018 წლის არქივი

 

2017 წლის არქივი


 


12:00
21 ნოემ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
15:00
19 ნოემ
კომისიის სხდომა
გარემოს დაცვის
15:00
19 ნოემ
კომისიის სხდომა
სარევიზიო კომისია
14:30
19 ნოემ
კომისიის სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
14:00
19 ნოემ
კომისიის სხდომა
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის
13:30
19 ნოემ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
12:00
19 ნოემ
კომისიის სხდომა
განათლებისა და კულტურის
11:00
19 ნოემ
კომისიის სხდომა
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის
10:30
19 ნოემ
კომისიის სხდომა
სატრანსპორტო საკითხთა
15:00
18 ნოემ
კომისიის სხდომა
სახელდებისა და სიმბოლიკის
12:00
01 ნოემ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
LiveZilla Live Chat Software