+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
საბჭოს შესახებ
სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები
საბჭოს ანგარიშები და დასკვნები
საკონტაქტო ინფორმაცია
საბჭოს შესახებ

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ

 

 

 

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერულ საკითხებზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო,  დადგენილებით განისაზღვრა  საბჭოს უფლებამოსილება და  საქმიანობის წესი.


საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“, საბჭოს დებულებით  და სხვა სამართლებრივი აქტებით.


გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის მთავარი მიზანია,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობა.


ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018 წლის იანვრიდან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - მარიკა დარჩია. 2018 წლითებერვალში დამტკიცდა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელშიც 18 წევრი შედის.


გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

 

LiveZilla Live Chat Software