თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ნინო წულაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის, საკრებულოს სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობის, პროექტების მომზადებისა და ინიცირების, ამომრჩეველთა მიღების, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზენტაციის დასასრულს საკრებულოს წევრმა ქალაქში არსებული მწვავე საბინაო, ურბანული, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობის გეგმები დასახა.