თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
დეპუტატმა საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის, მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიებში გაწეული საქმიანობის თაობაზე ისაუბრა და ამასთანავე, ამავე კომისიების ფარგლებში, მიღებული გადაწყვეტილებების და ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მათ შორის, საკრებულოს წევრმა დამსწრე საზოგადოებას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ სახელდებული ობიექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილებებით, იმ ადამიანების სახელები უკვდავყვეს, რომლებმაც საკუთარი გამორჩეული ცხოვრებით გმირობის მაგალითები აჩვენეს.
ანგარიშის წარდგენისას მარიამ ზაქარიაშვილმა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში საბჭოს სამოქმედო გეგმის განხილვასა და სხვადასხვა სხდომებსა და ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
დღესვე დეპუტატმა ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ საქმიანობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.