თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის პრეზენტაცია ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღში მდებარე მედიათეკაში გაიმართა.
ლევან არველაძე საზოგადოებას, როგორც ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრის რანგში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით 2021-2022 წლებში სულ მოწვეული იქნა საკრებულოს 15 სხდომა, ბიუროს 17 სხდომა და მიღებული იქნა 113 დადგენილება და 649 განკარგულება, ხოლო ფრაქციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩატარებული აქვს 23 სხდომა, საიდანაც დაესწრო 18 სხდომას, სადაც განიხილეს და სხვადასხვა სახის რეკომენდაციები შეიმუშავეს 36 საკითხზე.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა აღნიშნა, რომ კომისიის სხდომებზე განხილული იქნა, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის“. რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში.
პრეზენტაციისას ლევან არველაძემ საქართველოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა.
დღესვე, კომისიის თავმჯდომარემ ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხის შეთანხმების თაობაზე, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, გაამახვილა ყურადღება.
ლევან არველაძემ როგორც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა 2021-2022 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 32 სხდომა ჩატარდა, სადაც კომისიის კომპეტენციაში შემავალი 301 საკითხი იქნა განხილული.
დღესვე, ლევან არველაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ხუჯაძემ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატი ქალაქში არსებულ გამოწვევებს, სამომავლო გეგმებს, ეკოპოლიტიკისა და მიწის ლეგალიზების საკითხებს შეეხო. ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით განხორციელდა.
ანგარიშის წარდგენას, საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.