თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ოქროპირიძემ 2021წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა.
დეპუტატმა საანგარიშო პერიოდში როგორც ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიებში გაწეული საქმიანობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მათ შორის ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე როგორებიცაა: ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში, 171 კილომეტრიანი ველობილიკის ქსელის მოწყობა იგეგმება, ასევე, 15-17 კმ საგზაო ინფრასტრუქტურული მოპირკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
როგორც გურამ ოქროპირიძემ ანგარიშის წარდგენის დროს აღნიშნა, ის 2022 წლის ივნისში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარმადგინა, სადაც ახალგაზრდული კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 26-27 სექტემბერს კი ბრიუსელში CEMR ეგიდით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასოცირებული ტრიოს გამოწვევებზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპაციის შედეგებზე საქართველოსა და რეგიონზე, ადგილობრივი თვითმმართველობების გამოწვევებზე, ასევე უკრაინიდან თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ლტოლვილთა ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას გურამ ოქროპირიძემ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როგორც საბჭოს წევრმა და მდივანმა, საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმეს განხილვასა და სხვადასხვა სხდომებსა და ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მოქალაქეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.