თბილისის საკრებულოს წევრმა, აკაკი ალადაშვილმა საკრებულოს შენობაში შეკრებილ საზოგადოებას 2021-2022 საანგარიშო წლის განმავლობაში მისი უშუალო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
აკაკი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სხდომებში და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, მხარდაჭეილ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: 610 ოჯახისათვის მათ სარგებლობაში არსებული ფართების გადაცემა; ასევე, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების 480-მდე წევრის,ან მათი უფლებამონაცვლის დაკმაყოფილება.
ანგარიშში ასევე საუბარია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა კომპანია ,,სვეტის“, ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“, ,,ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.
საკრებულოს წევრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სპორტის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრის მანდატმა მისცა საშუალება, მხარი დაეჭირა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.
ანგარიშის პრეზენტაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, საერთაშორისო და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.