10 მარტი 2022 თბილისის საკრებულოში ფრაქციის ,,ლელო -პარტნიორობა თბილისისათვის’’ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე საბა ბუაძე უძღვებოდა.
სხდომაზე ,,მიუსაფარ ცხოველთა კლუბისა'' და ასევე ,,ANIMAL prijet-'' თანადამფუძნებლებს: ნანუკა ძირტკბილაშვილს და ნათია ჩიქოვანს მოუსმინეს.
მომხსენებლებმა პრეზენტაციის სახით სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების და ხარვეზების მოგვარების საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
სხდომაზე სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებსა და სამართლებრივ ასპექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, გაუმართავი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიზნით, ამ ეტაპზე მუშაობა კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ფრაქციის სხდომას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ,,ნაციონალური მოძრაობა’’ წევრი გოგა ონიანი ესწრებოდა.