თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ლელო - პარტნიორობა თბილისის ‘’ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერია ამჯერად ქალაქიდან მოშორებით, 483 ათას კვადრატულ მეტრზე აპირებს მშენებლობის ნებართვის გაცემას, სადაც ყველანაირი ურბანული თვალსაზრისით, მშენებლობის განვითარება არ არის მიზანშეწონილი.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის გენგეგმაში გაწერილ პრინციპებთან.
,,აღნიშნული მშენებლობის უფლების მიცემას თბილისის მერია ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისთვის აპირებს. ეს არის უზარმაზარი ახალი ტიპის მშენებლობა, რომელიც ქალაქისთვის, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება, რადგან მსგავსი ტიპის მშენებლობას ესაჭიროება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თავისი საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და დასუფთავების სერვისით. ამ ყველაფრის ფული კი თბილისელების გადასახდელი იქნება’’,-აღნიშნა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, ყოველგვარი წინასწარი შესწავლის და გეოლოგიური დასკვნების გარეშე ახალი მეგა მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა თბილისისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.