თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მერს კახა კალაძეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხვალინდელ სხდომაზე ელოდებიან. განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაშიძემ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, დღეს თბილისელებისთვის ფასების გაძვირებაზე უფრო მწვავე და მტკივნეული საკითხი არ არსებობს, ხოლო თბილისის მერს არ უნდა ჰქონდეს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე ვიდრე ამ საკითხზე ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე პირადად პასუხის გაცემაა.
„ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერს პირადად გამოცხადდეს საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოს.
ასევე გვაინტერესებს, თუ როგორ აპირებს თბილისის მერია გახდეს კიდევ უფრო ანგარიშვალდებული თბილისელების წინაშე და რას აპირებს ბატონი კალაძე ჩვენს ინიციატივაზე, რომელი თბილისის საკრებულოში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ეხება“,- აცხადებს გიორგი შარაშიძე.