თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და დედაქალაქის საკრებულოს მიმართეს კვლავ განიხილონ ინიციატივა ანტიკორუფციული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, პოლიტიკური კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით აუცილებელია თბილისის საკრებულოში შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია.
„ვერ ვხედავთ სხვა, უფრო ეფექტურ მექანიზმს, რაც თბილისის მრავალმილიონიან ბიუჯეტს და სამშენებლო ბიზნესის არაფორმალურ ლობიზმს კორუფციული რისკებისგან დააზღვევს“,- აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
ფრაქციის წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულო აპირებს მხარი დაუჭიროს სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებს, რაც გაურთულებს ცხოვრებას თბილისელებს.