თბილისის საკრებულოს წევრები - პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წარმომადგენელი ნინო წულაძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი სალომე კობალაძე და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ვახტანგ სურგულაძე თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელს ინდირა რობაქიძეს შეხვდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეეხო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კრიზისული ცენტრის საჭიროებები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები და მუნიციპალიტეტის რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების თემაზეც ისაუბრეს.