თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, ნინო წულაძე, სალომე კობალაძე, ვახტანგ სურგულაძე, ანა გოგოლაძე, ნინო კვიტაიშვილი და მიხეილ კაკაურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის მთავარი თემა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს შეეხებოდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით განსაზღვრულია მინიმალური ხელფასი, რაც დღესდღეობით 20 ლარს შეადგენს.
საკრებულოს წევრებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს მათი გამოცდილება და საერთო სამოქმედო გეგმებზეც შეთანხმდნენ, რათა მუნიციპალურ დონეზე აქტიურად დაიწყოს საკითხის განხილვა.