თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, 6- წლიანი მერობის მძიმე შედეგების თბილისელებზე გადანაწილების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, თბილისელებს არანაირი ვალდებულება არა აქვთ, მერიის არაეფექტიანი მმართველობის გამო გაიჭირვონ, დააგვიანონ სამსახურებში, სკოლებსა და ბაღებში.
„ერთად გავიჭირვოთ – ამ სიტყვებით მიმართა დღეს თბილისის მერმა თბილისელებს და მოუწოდა მათ, გაგებით მოეკიდონ იმ გაუსაძლის ვითარებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მერიის პასუხისმგებლობაა და არა თბილისელების“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საკრებულოს წევრი საცობების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, როცა მოქალაქეები საათობით დგანან საცობში, ოცნების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები უპრობლემოდ გადაადგილდებიან ავტობუსის ზოლში, ე.წ. ბასლაინში.
გიორგი შარაშიძემ ასევე მოუწოდა კახა კალაძეს, რომ, თუ მას მართლაც სურს მოქალაქეებთან ერთად გაინაწილოს გაჭირვება, არც თავად ისარგებლოს ამ პრივილეგიით, დააწესოს აკრძალვა და შეზღუდოს ავტობუსის ზოლით სარგებლობა ყველა ჩინოვნიკისთვის.
„თბილისში შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მერიის მენეჯმენტის არაეფექტიანობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თბილისის საკრებულოს სხდომებზე და ასევე არაერთხელ დაგვიყენებია ინიციატივა ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
აგვისტო 25,2023საკრებულოს წევრები ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ
ივნისი 30,2023საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა
ნოემბერი 29,2022