თბილისის ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ მოსახლეობას მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მაჟორიტარმა მოსახლეობას იმ სამუშაოების შესახებ მიაწოდა სრული ინფორმაცია, რაც 2018- 2019 წლების განმავლობაში, გლდანის რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს.
მაჟორიტარმა ასევე, მის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. განხორციელებული პროექტების წარდგენისას, მოისმინა მოსახლეობის აზრი და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, თევდორე ისაკაძესთან ერთად წარუდგინა.