თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრმა ქეთევან მამულაშვილმა სამგორის რაიონის მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 29 ოქტომბერს წარუდგინა.
ქეთევან მამულაშვილი საკრებულოს იურიდიული კომისიისა და სარევიზიო კომისიების, გენდერული საბჭოსა და ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) დელეგაციის წევრია.
საკრებულოს დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ჩატარებული საკრებულოს 17 სხდომიდან 15 სხდომას დაესწრო. აღნიშნულ სხდომებზე მიღებული იქნა 112 დადგენილება და 371 განკარგულება.
ფრაქციის “ქართული - ოცნება კონსერვატორები“ მიერ ჩატარდა 12 სხდომა, საკითხთა რაოდენობამ შეადგინა 19.
ქეთევან მამულაშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 40 შეხვედრა იქნა ორგანიზებული, რომელზეც შევხვდა 1000-ზე მეტ ადამიანს და მათ გაუწია შესაბამისი კონსულტაცია, დახმარება თუ შუამდგომლობა.
,, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ხშირია მოქალაქეებთან საცხოვრებელ ადგილებზე და სხვადასხვა სახის შეხვედრებზე გასვლის პრაქტიკა, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ადგილზე მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციამ უფრო მრავალფეროვანი გახადა იმ პრობლემების სპექტრი, რაც მოსახლეობას აწუხებს.
ოლქის მაცხოვრებლებთან აქტიური შეხვედრები წარმომადგენლობის მთლიან გუნდს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ რეალური პრობლემები, და ხელი შევუწყოთ მათზე დროულ რეაგირებას,“ - განაცხადა დეპუტატმა.
ქეთევან მამულაშვილმა მოსახლეობას სამგორის რაიონში საანგარიშო პერიოდში შესრულებული საგზაო სამუშაოებისა და სხვა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები და სხვა სტუმრები.