თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე, მარიკა დათუკიშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ლილე ლიპარტელიანი და ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრას ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე უძღვებოდა, რომელმაც მოსახლეობას მისი, როგორც საკრებულოს წევრის, მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ფრაქციის თავმჯდომარის შემდეგ, დამსწრე საზოგადოების წინაშე ანგარიშით მარიკა დათუკიშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ლილე ლიპარტელიანი და ლევან ხაბეიშვილი წარსდგნენ.
ანგარიშების ჩაბარების შემდეგ საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ბოლოს, დეპუტატებმა, გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და მოსახლეობას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.