თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო-თბილისი“ წევრებმა მოსახლეობას 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გიორგი გაბაშვილმა, დავით ჟღენტმა და ელენე ოზაშვილმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრა გამართეს.
დეპუტატებმა შეხვედრაზე გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსახლეობის წინადადებები მოისმინეს.