პარტიის ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
ფრიდონ ინჯია თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების წევრია.
დეპუტატი საანგარიშო წლის განმავლობაში დაესწრო საკრებულოს 16 სხდომას, მისი თანამონაწილეობით მიღებულ იქნა 156 გადაწყვეტილება.
ფრიდონ ინჯია ასევე აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა,, ასევე ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების მუშაობაში.
დეპუტატმა , ანგარიშის წარდგენისას, მოსახლეობას დეტალურად გააცნო თბილისის საკრებულოს სხდომებზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განხილული საკითხები.
ფრიდონ ინჯია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდა მოსახლეობას. დეპუტატმა 180 მოქალაქე მიიღო, რომლებსაც გაეწია შესაბამისი დახმარება, შუამდგომლობა თუ კონსულტაცია.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე და პარტიის ,,პატრიოტთა ალიანსი“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ესწრებოდნენ.