პარტიის ,,პატრიოტთა ალიანსი“ წარმომადგენელმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა თევდორაძემ მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
გოჩა თევდორაძე თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრია.
დეპუტატი საანგარიშო წლის განმავლობაში დაესწრო საკრებულოს 18 სხდომას, მისი თანამონაწილეობით მიღებულ იქნა 152 გადაწყვეტილება.
გოჩა თევდორაძე აქტიურად იყო ჩართული ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების მუშაობაში.
დეპუტატმა , ანგარიშის წარდგენისას, მოსახლეობას დეტალურად გააცნო თბილისის საკრებულოს სხდომებზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განხილული საკითხები.
გოჩა თევდორაძე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდა მოსახლეობას. დეპუტატმა 150-ზე მეტი მოქალაქე მიიღო, რომლებსაც გაეწია შესაბამისი დახმარება, შუამდგომლობა თუ კონსულტაცია.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრი ფრიდონ ინჯია და პარტიის ,,პატრიოტთა ალიანსი“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ესწრებოდნენ.