თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა მიხეილ კაკაურიძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენა გმირი კურსანტების ქ. N1 ბ-ში გაიმართა, სადაც მიხეილ კაკაურიძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს კომისიების წევრის რანგში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის თანახმად, მიხეილ კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 12 სხდომის მუშაობაში და წევრის სახით - საკრებულოს ოთხ კომისიაში, კერძოდ, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, სატრანსპორტო საკითხთა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებში. შესაბამისი თანმიმდევრობით დაესწრო 12, 11, 7 და 3 კომისიის სხდომას, რომლებზეც ჯამში 243 საკითხი იქნა განხილული.
ანგარიშის წარდგენისას, გარდა კომისიებში გაწეული საქმიანობისა, მიხეილ კაკაურიძემ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რანგში გაწეული საქმიანობისა და სხვა აქტივობების შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას მოქალაქეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.