თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ მოსახლეობას 2019 წლის საქმიანობის ანგარიში ისნის რაიონში 25 ოქტომბერს წარუდგინა.
მარიკა დარჩია 2017 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე , ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და განათლებისა და კულტურის კომისიების წევრია.
როგორც მარიკა დარჩიას ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დეპუტატმა მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 18 და ბიუროს 19 სხდომაში.
მარიკა დარჩია ასევე აქტიურად იყო ჩართული განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომებისა და ყველა საკითხის განხილვაში.
მარიკა დარჩიას ინიციატივით, 2018 წლიდან თბილისის საკრებულოში დაიწყო და დღემდე გრძელდება, შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უთმობდა მოსახლეობის საჭიროებებისა და ინიციატივების გაცნობას.
როგორც საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა დარჩიამ მოსახლეობას დაწვრილებით გააცნო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტები, აქტივობები და მიმდინარე ღონისძიებები.
,,საანგარიშო პერიოდში შევხვდი თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც, როგორც საკრებულოს წევრს, მომმართეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, აღსანიშნავია სოციალური, ჯანდაცვის, დასაქმების, სპორტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო, ქუჩების სახელდებისა და სახელწოდების აღმნიშვნელი აბრების განთავსებისა და გენდერული საკითხები,“- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
მარიკა დარჩიასთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის ანგარიში ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტაციო განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა.