თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების წევრმა ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას შესრულებული სამუშაოების შესახებ წლიური ანგარიში 24 ოქტომბერს წარუდგინა.
ლევან ჯაფარიძე საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წევრია, შესაბამისად, ანგარიშში დეპუტატის ფრაქციულ საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.
წარდგენისას, ლევან ჯაფარიძემ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ მისი მონაწილეობით და შუამდგომლობით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და ყურადღება საკრებულოსა და ბიუროს იმ სხდომებში მონაწილეობაზე გაამახვილა რომლებზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
დეპუტატმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მოქალაქეებს სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.
წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბოლოს, ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ანგარიშის წარდგენას მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს ვაკის რაიონის (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები) მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ესწრებოდნენ.