თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დარახველიძემ საკრებულოსა და კომისიებში მუშაობის წლიური ანგარიში 31 ოქტომბერს წარადგინა.
ლევან დარახველიძემ საკრებულოს ფრაქციებისა და იმ კომისიების საქმიანობა შეაჯამა, რომლის მუშაობაშიც მთელი წლის განმავლობაში თავად იყო ჩართული. დეპუტატმა წარმოადგინა საკითხებიც, რომლებიც კომისიებისა და ფრაქციების სხვა წევრებთან ერთად მოამზადა და განიხილა.
მაჟორიტარმა საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და დადგენილებები დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო და ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, საანგარიშო პერიოდში განხილულ საკითხებსა და პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.
ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქციის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ძნელაძესთან და ფრაქციის წევრ, დავით რურუასთან ერთად, ფრაქციის სხდომებზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ გამართულ 12 სხდომასა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 18 სხდომასაც დაესწრო.
ანგარიშის წარდგენას დიდუბის რაიონის მოსახლეობა, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრები ესწრებოდნენ.