თბილისის საკრებულოს წევრმა , ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ლევან დავითაშვილი არის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სარევიზიო კომისიისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. დეპუტატმა მოსახლეობას წლის განმავლობაში, სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ კეთილმოწყობით და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. საკრებულოს წევრმა, მოსახლეობას ისნის რაიონში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამომავლო გეგმებიც გააცნო.
,,დეპუტატები, მოსახლეობის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი და შესაბამისად პერიოდულად ვაცნობთ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფს. მათი მხრიდან ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა და მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მყარი გარანტია"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლევან დავითაშვილმა მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშის წარდგენას პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი, ალექსანდრე ხუჯაძე, მიხეილ ამაშუკელი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და გამგეობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.