თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე ისაკაძემ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში 28 ოქტომბერს წარუდგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ანგარიშში მნიშვნელოვან სატრანსპორტო, საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დედაქალაქში განხორციელდა. როგორც მან აღნიშნა, სატრანსპორტო საკითხთა კომისია უფლებამოსილების ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულების მოწესრიგებასა და სრულყოფაში აქტიურად არის ჩართული.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა აღსანიშნავია ავტოპარკის სრული განახლების პროცესი, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედება, მეტროსადგურებისა და ვაგონების განახლება“ - ნათქვამია ანგარიშში.
თევდორე ისაკაძემ ანგარიშის წარდგენისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობას დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიასა და ფრანგულ კომპანია ,,სისტრას“ თანამშრომლობის შედეგად, დედაქალაქს უახლოეს მომავალში მუნიციპალური ქსელის რეორგანიზაციისა და ერთიანი გადახდის სისტემის მრავალკომპონენტიანი, ვადებში გაწერილი გეგმა ექნება.
წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მოსახლეობას ანგარიში თბილისის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ წარუდგინა.