ქალაქ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის (დიღმის მასივი) მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 30 ოქტომბერს წარუდგინა.
თარაშ შურღაიამ მოსახლეობას იმ სამუშაოების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რაც 2018- 2019 წლების განმავლობაში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს.
მაჟორიტარმა მის მიერ თბილისის საკრებულოში, საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში საქმიანობაზე, ასევე სხვადასხვა ინიცირებულ საკითხზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას, საკრებულოს წევრმა მოსახლეობას ასევე განხორციელებულ პროექტებზე, მოქალაქეთა მიღებაზე, მათი წერილების, წინადადებების, შუამდგომლობებისა და გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წლის მანძილზე მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ინფრასტრუქტურული მოწყობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწიათ.
,,საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დიღმის მასივის წარმომადგენლობას განცხადებით მიმართა 200-მდე მოქალაქემ, შესაბამისი შუამდგომლობა გაეწია თითოეულ მათგანს. გასული წლის განმავლობაში პირადად შევხვდი 2000-მდე მოქალაქეს და მათგან 700 მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია“, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
განხორციელებული პროექტების წარდგენისას, თარაშ შურღაიამ მოსახლეობის აზრი მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.