თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ძნელაძემ წარმომადგენლობისა და საკრებულოს საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიში დიდუბის რაიონის მოსახლეობას წარუდგინა.
მაჟორიტარმა წარმომადგენლობის, საკრებულოს ფრაქციებისა და იმ კომისიების საქმიანობა შეაჯამა, რომლის მუშაობაშიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ჩართულია, კომისიებისა და ფრაქციების სხვა წევრებთან ერთად ამზადებს და განიხილავს სხვადასხვა საკითხს.
“მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი უჩვეულოდ დაიწყო. მიუხედავად ყველა სირთულისა, რეგულაციების დაცვით, შევძელით მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში კომუნიკაცია. კარანტინის პერიოდში დარიგდა ნობათი და ვეცადეთ, მოგვეცვა ყველა, ვისაც ეს სჭირდებოდა. გამგეობასა და წარმომადგებლობაში შემოსული განცხადებები მაქსიმალურად დაკმაყოფილდა. საკრებულოსა და კომისიების მუშაობა კი აქტიურად მიმდინარეობს”, - აღნიშნა მაჟორიტარმა.
ანგარიშის წარდგენა რეგულაციების დაცვით ჩატარდა.