თბილისის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრმა და ასევე, ფრაქციის “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ წევრმა ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში 23 ოქტომბერს წარუდგინა.
ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას, საანგარიშო პერიოდში, მის მიერ თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა გარემოს დაცვის კომისიის, საკრებულოსა და ბიუროს სხდომებში მონაწილეობის შესახებ, რომლებზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. მან მოსახლეობას, ასევე ის დადგენილებები და განკარგულებები გააცნო, რომელთა მომზადებასა და მიღებაში მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მის მიერ, როგორც გარემოს დაცვის კომიიის თავმჯდომარის მიერ გარემოს დაცვის კუთხით გაწეული მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
გარდა ამისა, ერეკლე კუხიანიძე როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, მონაწილეობდა ფრაქციის მუშაობაში და აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც საკრებულოსა და მერიის ინიციატივით გაიმართა.
წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბოლოს, ერეკლე კუხიანიძემ შეკრებილ მოსახლეობას სამოქალაქო აქტივობისთვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.