თბილისის ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ მოსახლეობას, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მაჟორიტარმა მოსახლეობას იმ სამუშაოების შესახებ მიაწოდა სრული ინფორმაცია, რაც 2018- 2019 წლების განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს.
მაჟორიტარმა მის მიერ თბილისის საკრებულოში, საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში საქმიანობაზე, ასევე სხვადასხვა ინიცირებულ საკითხზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას, მაჟორიტარმა მოსახლეობას განხორციელებულ პროექტებზე, მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებების, შუამდგომლობებისა და გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წლის მანძილზე მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ინფრასტრუქტურული მოწყობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწიათ.
განხორციელებული პროექტების წარდგენისას, დავით ჭელიძემ მოსახლეობის აზრი მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.