თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორები" თავმჯდომარემ, საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში 16 ოქტომბერს წარუდგინა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას რაიონის გამგეობის, დედაქალაქის მერიის და სხვა მუნიციპალური სამსახურების მიერ 2019 წლის განმავლობაში, უშუალოდ მისი მონაწილეობით და შუამდგომლობით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის წარდგენისას, საკრებულოს წევრმა მის მიერ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
კერძოდ, დავით უთმელიძემ მოსახლეობას მომავალ წელს ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და საბურთალოს მე-5 ოლქში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად გააცნო.
წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბოლოს, მაჟორიტარმა საბურთალოს მცხოვრებლებს სამოქალაქო აქტივობისთვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა საბურთალოს მცხოვრებლებს ანგარიში საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ, გაიოზ ვასაძესთან ერთად წარუდგინა.
მოსახლეობასთან ერთად ანგარიშს საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდა.