თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრმა დავით რურუამ საკრებულოსა და კომისიების მუშაობის წლიური ანგარიში 31 ოქტომბერს წარადგინა.
დავით რურუამ საკრებულოს ფრაქციებისა და იმ კომისიების საქმიანობა შეაჯამა, რომლის მუშაობაშიც მთელი წლის განმავლობაში თავად იყო ჩართული. დეპუტატმა წარმოადგინა საკითხებიც, რომლებიც კომისიებისა და ფრაქციების სხვა წევრებთან ერთად მოამზადა და განიხილა.
დეპუტატმა საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და დადგენილებები დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიასა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ, საანგარიშო პერიოდში განხილულ საკითხებსა და პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.
ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” წევრმა ფრაქციის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ძნელაძესთან და თავმჯდომარის მოადგილესთან ლევან დარახველიძესთან ერთად, ფრაქციის სხდომებზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ გამართულ 12 სხდომასა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 18 სხდომასაც დაესწრო.
ანგარიშის წარდგენას დიდუბის რაიონის მოსახლეობა, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრები ესწრებოდნენ.