თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ ანა ლაშხმა მოსახლეობას 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 30 ოქტომბერს ჩააბარა.
ანა ლაშხი საკრებულოს განათლებისა და კულტურისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების, ასევე ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრია.
საკრებულოს წევრმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული აქვს 53 სხდომა.
ანა ლაშხის განცხადებით, საანგარიშო წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები მოქალაქეებთან , მათ მიერ წარმოდგენილი საკითხების შესწავლა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.
დეპუტატმა კომისიის მიერ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხები დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო და განათლებისა და კულტურისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების მიერ, საანგარიშო პერიოდში განხილულ საკითხებსა და პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები - ირაკლი ზარქუა და მიხეილ ამაშუკელი ესწრებოდნენ.