თბილისის საკრებულოს წევრმა, ნაძალადევის რაიონის მე-20 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში 30 ოქტომბერს წარუდგინა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდა იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც 2018- 2019 წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, თბილისის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მაჟორიტარის შუამდგომლობის ფარგლებში განახორციელეს.
ალექსანდრე ხუჯაძე არის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების წევრი. აღნიშნულ კომისიებში საკუთარ საქმიანობაზე დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას ვრცლად ისაუბრა.
საკრებულოს წევრმა, მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო და ნაძალადევის რაიონში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ალექსანდრე ხუჯაძემ შესრულებულ და განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი მოისმინა და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.
შეხვედრის დასასრულს, მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონში მცხოვრებლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრი, ნაძალადევის რაიონის (ახალი ნაძალადევი) მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელიც ესწრებოდა.