თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, მერის მრჩეველის გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძის ინიციატივით თბილისის რაიონულ გამგეობებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ტიპებსა და მათ პრევენციაზე, გენდერულ თანასწორობასა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერ სერვისებზე. ასევე, გენდერული უთანასწორობით გამოწვეულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების გზებზე.
ნინო ბურძენიძის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარებული აქტივობების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობაა.