თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს.