თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ბიუჯეტირების და პროგრამული ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე გამართულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნულ ტრენინგს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგს ნინო ლოლაძე უძღვებოდა, რომელმაც განიხილა ისეთი საკითხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტირების პროცესის დახვეწასა და გაძლიერებას უჭერს მხარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გენდერულად მგრძნობიარე პროგრამების იდენტიფიცირების საკითხი (მისი შედეგებისა და ინდიკატორების ფორმულირება), ასევე გენდერული თანასწორობა და ბიუჯეტირება და გენდერული პერსპექტივების ინტეგრირება პროგრამულ ბიუჯეტში.