,,ვარდისფერი ოქტომბრის ’’ კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის ერთობლივი ინიციატივით, ასევე ,,ევროპა დონა საქართველოს’’და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით დაწყებული კამპანია “შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომელიც ვარდისფერი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს.
კამპანიას საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქყვეყანა იღებს მონაწილეობას.
,,ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.