თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, თბილისის მერის მრჩევლის გენდერის საკითხებში, ნინო ბურძენიძის, ინიციატივით საერთაშორისო კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ვარკეთილის მედიათეკაში შეხვედრა გაიმართა.
ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მამოლოგი, ონკო-პლასტიკური ქირურგი ირაკლი კოხრეიძე.
შეხვედრაზე ნათია ფანჯიკიძემ დიაგნოზის დაძლევის შიშსა და ონკოლოგიურ პაციენტებში გონების პოზიტიურად მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხოლო მამოლოგმა, ონკო-პლასტიკურმა ქირურგმა ირაკლი კოხრეიძემ ყურადღება გაამახვილა ძუძუს კიბოს რეგულარული სკრინინგისა და დაავადების მართვის პროცესში ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე.
ვარკეთილის მედიათეკაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ანა კაკაბაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე, მერიის გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წარმომადგენლები და ონკოლოგიური პაციენტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სფეროს ექსპერტებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.