თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს სხდომის მდივნად ლევან დარახველიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
ლევან დარახველიძემ ირაკლი ზარქუა შეცვალა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მომავალი აქტივობების თაობაზე იმსჯელეს და თბილისის გამგეობებსა და მაჟორიტარების წარმომადგენლობებში გენდერულ საკითხებზე მომუშავე პირებთან აზრთა გაცვლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის გზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ სხდომაზე გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით, სამიზნე ჯგუფებში გადასანაწილებლად გენდერულ თემატიკაზე დაბეჭდილი წიგნის სანიშნეები წარმოადგინა.
საბჭოს წევრებმა დღესვე მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომას საბჭოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ესწრებოდა.