თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
სხდომის დასაწყისში, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გენდერულ საბჭოს წელს პირველად ექნება ბიუჯეტი, რომელიც საბჭოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, აგრეთვე დაგეგმილ ღონისძიებებს მოხმარდება.
სხდომაზე ასევე განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხვალ გაიმართება და ახალგაზრდა ქართველ ქალ მეცნიერებს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცემათ.