თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და თბილისის გენდერული თანასწორობის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის მზადების პროცესზე ისაუბრა.
სხდომაზე ასევე განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმდინარე აქტივობების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
„დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის პუნქტობრივად განხილვაზე, ასევე ვარდისფერი ოქტომბრის ფორმატში დაგეგმილ და ნოემბრის თვეში 16 დღიანი კამპანიის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. მსგავსი შეხვედრების მიზანი სწორედ ურთიერთთანამშრომლობა და მრავალმხრივი კომუნიკაციების დამყარებაა. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ არაერთ აქტივობაში, რომელიც უახლოეს პერიოდში იგეგმება“ -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა რასაც საბჭოს წევრებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს.