თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს
ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
თინათინ ნიბლოშვილმა გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმილი პროექტებისა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის მიზნით #5 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სასწავლო-გამაჯანსაღებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი, რომელსაც ფსიქოლოგი, ქოუჩის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და სასწავლო-გამაჯანსაღებელი სისტემის ტრენერი ხათუნა მუზაშვილი წარუძღვება, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 20-ზე მეტი მსჯავრდებული იქნება ჩართული.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც სკრინინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების განახლებასა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხებოდა.
შეხვედრის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს საბჭოს შეხვედრას „ევროპა დონა საქართველოს“ და „ევრაზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენლები დაესწრებიან, რომელზეც მიმდინარე წლის ზაფხულში გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმება.