დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, წარმომადგენლობით ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული ანგარიშების პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თემატური მოკვლევის პროცედურა, რომელიც მიზნად აქტუალური საკითხის შესწავლასა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციებს ისახავს, 2019 წლის პირველ ნახევარში ორი შემდეგი ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა. ესენია: ,,სახელმწიფო პროგრამებში ქალთა მონაწილეობა’’ და ,,პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’.
შეხვედრის ბოლოს მარიკა დარჩიამ მუნიციპალიტეტებში საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა რიმა ბერაძემ კი მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სურვილი გამოთქვა, რომ ანალოგიური განხილვა დედაქალაქის საკრებულოშიც შედგეს.
თემატური მოკვლევის პროცესი გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა წარმომადგენლობითი ორგანოსა და ამავდროულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან: რიმა ბერაძესთან, ნინო ლაცაბიძესთან და ნინო რუხაძესთან ერთად დაესწრო.