თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებსა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებს მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს.
პრეზენტაცია სახელწოდებით „ფოკუს ჯგუფების შედეგები“, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და მოსახლეობის გენდერულ განწყობებს ეხებოდა. კვლევა მოიცავდა შემდეგი შინაარსის თემებს: გენდერი და დასაქმება, დეკრეტული შვებულება ქალებსა და მამაკაცებში, სექსუალური შევიწროება სამსახურში, ქალები სამხედრო სამსახურში.
პრეზენტაციის შემდეგ, NDI-ის გენდერისა და სამოქალაქო პროგრამების მენეჯერებმა, გენდერული საბჭოს წევრებს, საბჭოს მიზნობრივი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები გააცნეს.
შეხვედრაზე გენდერული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებაც იმსჯელეს და საპილოტე პროგრამების შემუშავების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.