საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია უძღვებოდა.
საბჭოზე ახალი წევრების მიღების საკითხსა და 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. მიმდინარე საკითხებთან ერთად, 2021 წლის თებერვლის თვეში, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული ფორუმის ჩატარება დაიგეგმა, რაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და მათი მოგვარების გზების დასახვის საშუალება იქნება.
საბჭოს სხდომაზე პროექტი ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში" განიხილეს, რომელიც ,,შვედური საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიისთვის" ხელშეწყობით იმართება და გენდერული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვას ემსახურება.