ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა თემები: თუ როგორ დავძლიოთ დიაგნოზის შიში და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ სკრინინგს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, თუ როგორ უნდა მივმართოთ გონება პოზიტიური აზროვნებისკენ.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე პროფესორი, მორფოლოგი ნინო მუსერიძე. შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, მერის მრჩევლის გენდერის საკითხებზე ნინო ბურძენიძის ინიციატივით მოეწყო. შეხვედრას ონკოლოგიურ პაციენტებთან ერთად ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საბჭოს წევრები, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, მერიის გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, აუდიტორიის შეკითხვებს ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ უპასუხა.