თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.
საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოში გენდერული თვალსაზრისით დგას. იმსჯელეს ამ პრობლემების მოგვარების გზებზე, მოსახლეობის ინფორმირებასა და მათ ჩართულობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისნის რაიონში არსებული სკოლებისა და ბაღების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, მრავალშვილიანი დედები.